მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგის ტიტული მოიპოვა #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგის ტიტული მოიპოვა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგაში ბოლო, 38-ე ტური გაიმართა, რომელიც უდიდესს ინტერესს იწვევდა, რადგან ჩემპიონის ვინაობა ირკვეოდა. მადრიდის „ატლეტიკო“, რომელსაც სატურნირო ცხრილში 83 ქულა ჰქონდა „ვალიადოლიდს“ სტუმრობდა, ხოლო „რეალი“ (81 ქულა) შინ „ვილიარეალს“ მასპინძლობდა.

მატჩები უჩვეულოდ დაიწყო, რადგან პირველი ტაიმის მერე ორივე მადრიდული კლუბი მარცხდებოდა. მეორე ტაიმში დიეგო სიმეონეს გუნდმა უპირატესობის მოპოვება მოახერხა, ანხელ კორეასა და ლუის სუარესის გოლების წყალობით „ატლეტიკომ“ 2:1 გაიმარჯვა და ლა ლიგის ტიტული მოიპოვა. სამეფო კლუბმაც შეძლო თავისი შეხვედრის შემოტრიალება ბოლო წუთებში, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

სუარესმა ზედიზედ ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მოახერხა გადამწყვეტი გოლების გატანა და თავისი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ატლეტიკოსთვის“ ეს მე-11 ლა ლიგის ტიტულია ისტორიაში.