მადრიდის „ატლეტიკომ“ ბოლო ერთ დღეში ორი ფეხბურთელი დაკარგა. 14 წლის კრისტიან მინჩოლა სანჩესის გარდაცვალებიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ ამჯერად გუნდის ვეტერანი და ყოფილი კაპიტანი, ხოსე ლუის კაპონი გარდაიცვალა 72 წლის ასაკში.
თეთრ-წითლებში კაპონი 1970-იან წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ორჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი. გარდა ამისა, ის ესპანეთის თასისა და ინტერკონტინენტალური თასის მფლობელია.
მთლიანობაში, მან „ატლეტიკოს“ მაისურით 269 მატჩი ჩაატარა.
ოფიციალურ განცხადებაში კლუბს კაპონის გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია.