„ატლეტიკო“ თავისი 14 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებას გლოვობს
„ატლეტიკო“ თავისი 14 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებას გლოვობს

მადრიდის „ატლეტიკო“ თავისი 14-წლამდელთა გუნდის წევრის, კრისტიან მინჩოლა სანჩესის გარდაცვალებას გლოვობს. ესპანურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც პატარა ფეხბურთელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„მსგავს სიტუაციებში უსუსურობის შეგრძნება გეუფლება ადამიანს. ეს საშინელებაა. ბოლო დღეებში ბევრი მეგობარი დავკარგე, ზოგი კორონავირუსს შეეწირა, ზოგიც სხვა დაავადებას. კრისტიანი სულ რაღაც 14 წლის იყო. კოცნას ვუგზავნი და ვეხუტები ყველა მის ახლობელსა და ოჯახის წევრებს. ჩვენ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით დროშას დავუშვებთ“, – ნათქვამია ატლეტიკოს პრეზიდენტის, მიგელ ანხელ ხილის განცხადებაში.

კრისტიან მინჩოლა სანჩესის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.