მადრიდი ესპანეთის სხვა რეგიონებთან საზღვრებს ათი დღით ჩაკეტავს
A cleaner worker cleans the pavement of Plaza Mayor square in Madrid downtown, Spain, Wednesday, March 18, 2020. Spain will mobilize 200 billion euros or the equivalent to one fifth of the country's annual output in loans, credit guarantees and subsidies for workers and vulnerable citizens, Prime Minister Pedro Sanchez announced Tuesday. For most people, the new coronavirus causes only mild or moderate symptoms. For some, it can cause more severe illness, especially in older adults and people with existing health problems. (AP Photo/Manu Fernandez)
მადრიდი ესპანეთის სხვა რეგიონებთან საზღვრებს ათი დღით ჩაკეტავს.
რეგიონული მთავრობის განცხადებით, საზღვრები 4 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე ჩაიკეტება.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ახალი შეზღუდვის მიზანი ხანგრძლივი დღესასწაულის დროს „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემცირებაა.
ამ პერიოდის განმავლობაში, რეგიონებს შორის გადაადგილება მხოლოდ დასაბუთებული და გადაუდებელი მიზეზით იქნება შესაძლებელი.
„გადაწყვეტილება, რომ ადამიანების გადაადგილება შეიზღუდოს, სიფრთხილის ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული“, – განაცხადა რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მოსალოდნელია, რომ ესპანეთში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა სულ მცირე მომდევნო წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.
ქვეყნის მასშტაბით ექვსზე მეტი ადამანის შეკრებაც აკრძალულია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 1 541 574 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 42 291 პაციენტი გარდაიცვალა.