მადიევმა უგანდელთან დამაჯერებლად გაიმარჯვა და ოლიმპიადის მეოთხედფინალში იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის კრივის ტურნირზე 69 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ესკერხან მადიევი 1/4 ფინალშია.
ქართველმა სპორტსმენმა უგანდელ მეტოქესთან, შადირი ბვოგისთან უპირატესობა პირველივე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ მადიევმა ტოკიო 2020-ზე გამართულ პირველ ბრძოლაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კუბელი სოტომაიორი დაამარცხა.
ესკერხანის მეოთხედფინალური ბრძოლა 30 ივლისს გაიმართება. მისი მეტოქე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ანდრეი ზამკოვოი იქნება.
კრივი
ესკერხან მადიევი (69 კგ.)
1/16 ფინალი. მადიევი VS სოტომაიორი (აზერბაიჯანი)
1/8 ფინალი. მადიევი VS ბვოგი (უგანდა)
1/4 ფინალი. მადიევი VS ზამკოვოი (ROC)