მადიევმა უგანდელთან დამაჯერებლად გაიმარჯვა და ოლიმპიადის მეოთხედფინალში იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის კრივის ტურნირზე 69 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ესკერხან მადიევი 1/4 ფინალშია.

ქართველმა სპორტსმენმა უგანდელ მეტოქესთან, შადირი ბვოგისთან უპირატესობა პირველივე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ მადიევმა ტოკიო 2020-ზე გამართულ პირველ ბრძოლაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კუბელი სოტომაიორი დაამარცხა.

ესკერხანის მეოთხედფინალური ბრძოლა 30 ივლისს გაიმართება. მისი მეტოქე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ანდრეი ზამკოვოი იქნება.

 

კრივი

ესკერხან მადიევი (69 კგ.)

1/16 ფინალი. მადიევი VS სოტომაიორი (აზერბაიჯანი)

1/8 ფინალი. მადიევი VS ბვოგი (უგანდა)

1/4 ფინალი. მადიევი VS ზამკოვოი (ROC)

დატოვე კომენტარი