მადაგასკარზე ტროპიკულ ციკლონს 29 ადამიანი ემსხვერპლა
მადაგასკარზე ტროპიკულ ციკლონს 29 ადამიანი ემსხვერპლა

ციკლონს, რომელიც აღმოსავლეთ მადაგასკარს დაატყდა თავს, 29 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ორ ადამიანს ჯერ ისევ ეძებენ. ამის შესახებ განცხადებას ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ტროპიკულმა ციკლონმა „ავამმადაგასკარს 140-190 კმ/სთ ქარის სიჩქარით გადაუარა.

ანტანანარივუდან 400 კილომეტრში მდებარე ადმინისტრაციულ ცენტრში ციკლონს ერთი ოჯახის რვა წევრი ემსხვერპლა. ისინი დაკრძალვას ესწრებოდნენ. პოლიციის ცნობით, მათ ცხედრებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. დაღუპულებს შორის 11 თვის ბავშვიცაა.

2017 წლის მარტში ტროპიკულმა ციკლონმა მადაგასკარზე 78 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.