მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრულ პროცესებზე სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე იმსჯელეს
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრულ პროცესებზე სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე იმსჯელეს

მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ახლო მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

„შედგა სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ ადგილზე გავა სამუშაო ჯგუფი მეწყრულ ზონას გერმანელ სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერებს. ყველა სიახლეს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ეტაპობრივად ვაცნობებთ“, – განაცხადა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ.

სამუშაო ჯგუფი მეწყრული პროცესის დაწყებისთანავე შეიქმნა და მის შემადგენლობაში მერიის შესაბამისი სამსახურები, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შედიან.