მაჭახელას ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, დაშავებულია ორი მგზავრი
მაჭახელას ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, დაშავებულია ორი მგზავრი

მაჭახელას ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.

მომხდარის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდათ.

ხეობაში მრავლად მოგზაურობენ უცხოელი ტურისტები, თუმცა თვითმხილველების თქმით, ორივე მგზავრი საქართველოს მოქალაქეა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

დატოვე კომენტარი