მაასტრიხტში ცივი იარაღით თავდასხმების სერიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
მაასტრიხტში ცივი იარაღით თავდასხმების სერიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ცივი იარაღით თავდასხმების სერიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ცნობას ლიმბურგის პროვინციის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

მაასტრიხტში ორ სხვადასხვა ადგილას განხორციელდა თავდასხმა დანით. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი მძიმედ დაჭრილია. პოლიცია შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასევე, უცნობი იყო კავშირი ამ ორი ინციდენტს შორის.

დატოვე კომენტარი