მა’ა ნონუ „ბლუზში“ ბრუნდება
Auckland Blues coach Ma'a Nonu poses for a headshot session on September 11, 2018 in Auckland, New Zealand.
36 წლის ახალ ზელანდიელი ლეგენდა, რომელიც 2012-2014 წლებში „ბლუზში“ თამაშობდა, კლუბს მომავალი სეზონიდან ერთი წლით დაუბრუნდება.
ინფორმაცია თავიდან ნონუსთან დაახლოვებულმა პირმა გაავრცელა, ხოლო შემდეგ კი კლუბმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეც დაადასტურა.
Yes it’s true, Nonu will be back with us for the 2019 Super Rugby season! https://t.co/nZf2HHrzdJ pic.twitter.com/ouve3mQOGw
— The Blues (@BluesRugbyTeam) September 13, 2018
„დიახ, ეს მართალია. ნონუ ზე რაგბის 2019 წლის სეზონში დაგვიბრუნდება“ – წერს „ბლუზი“.
სიახლეს თავად მა’ა ნონუც გამოეხმაურა.
„იმედია მომავალი წელი წარმატებული იქნება. ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა. მე ვიცი, რომ „ბლუზს“ ბოლო ორ სეზონში რთული პერიოდი ედგა, თუმცა მე ძალიან მინდა ახალგაზრდა და ნიჭიერ მორაგბეებთან ერთად თამაში. მათ ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა ექნებათ,“- უთხრა ნონუმ „PlanetRugby“-ს.
მა’ა ცენტრში რაგბის მეორე სუპერვარსკვლავს, სონი ბილ ვილიამსს შეუწყვილდება, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტანა უმანგას ბევრ რამეს გაუმარტივებს.
ნონუმ „ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში 103 კეპი მოიხვეჭა. ნაკრებში ბოლო შეხვედრა 2015 წელს, მსოფლიო თასის ფინალში ითამაშა.