ლვოვის რეგიონში უკრაინისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო
ლვოვის რეგიონში უკრაინისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ლვოვის რეგიონში უკრაინისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

20 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე ლვოვის რეგიონში უკრაინისა და ნატო-ს წევრი 15 სახელმწიფოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ გაიმართება, რომელშიც ექვსი ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო წვრთნები გეტმან პიოტრ საგაიდაჩნის სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, „Rapid Trident-2021“-ის მრავალეროვანი ბატალიონის ტაქტიკური წვრთნები პირველად გაიმართება ცოცხალი ცეცხლის თანხლებით. გარდა ამისა, დაგეგმილია უკრაინელი და ამერიკელი მედესანტეების ერთობლივი დაშვება აშშ-ს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავიდან „Lockheed C-130 Hercules“-დან.

წვრთნებში დაგეგმილია ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების მონაწილეობაც, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიიდან აფრინდებიან და სახელმწიფო საზღვარზე შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს.