„ლვოვის“ კაპიტანი ცეცაძეზე - ძალიან ემოციურად გველაპარაკა
„ლვოვის“ კაპიტანი ცეცაძეზე - ძალიან ემოციურად გველაპარაკა

უკრაინის პრემიერლიგელი „ლვოვის“ კაპიტანმა სერგეი ბორზენკომ კომენტარი დაწერა პოლტავას „ვორსკლასთან“ ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაზე და გაამხილა, რომ გუნდის ქართველ მწვრთნელ გიორგი ცეცაძეს მწვავე რეაქცია ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა. მოწინააღმდეგე კორონავურუსის გამო ახალაგზრდული გუნდით გვესტუმრა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვერ დავაფასეთ. უბრალოდ, ძალიან ვჩქარობდით და ძალიან გვსურდა, გაგვეტანა. ჩვენი ახალი მწვრთნელ შედეგით გაღიზიანებული იყო“ – ამბობს „ლვოვის“ კაპიტანი.

სერგეი ბორზენკომ ქართველ სპეციალისტზე ილაპარაკა: „მას წაგებაზე არ უჩხუბია, მაგრამ ემოციურად ილაპარაკა. გვითხრა, რომ უფრო მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, შედეგის მიღწევა თუ გვსურს. ახალ მწვრთნელს უკვე მივეჩვიეთ თუ არა? შევეგუეთ, მაგრამ დრო მაინც გვჭირდება“.