ლუვრის მუზეუმთან არსებული ლუვრის სკოლის სტუდენტები მოსწავლეების საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ

19:43, 09.10.2026

პარიზში, ლუვრის მუზეუმთან არსებული ლუვრის სკოლის (École du Louvre) სტუდენტები მოსწავლეების საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.

სტუდენტების განცხადებით, სასწავლებელი, საუკუნეზე მეტია, არსებობს და ეს ლუვრის სკოლისთვის პირველი შემთხვევაა, როდესაც საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებს.

ამასთან, სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებს შეუერთდა პარიზში პრესტიჟული საინჟინრო სასწავლებელი – პარიზის მაღაროების სკოლა (École des Mines).

საფრანგეთის სტუდენტურმა გაერთიანებებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. მათი თქმით, მოძრაობას სულ უფრო მეტი პრესტიჟული პარიზული უნივერსიტეტი უერთდება. ქვეყნის მასშტაბით კი 141 სკოლა კვლავ დახურულია.

მსგავსი