ლუვრის მუზეუმის თანამშრომლებმა ორშაბათს დაწყებული გაფიცვის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს, მუზეუმი ვიზიტორთათვის კვლავ დაკეტილი დარჩება
ლუვრის მუზეუმის თანამშრომლებმა ორშაბათს დაწყებული გაფიცვის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს, მუზეუმი ვიზიტორთათვის კვლავ დაკეტილი დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მუზეუმის თანამშრომლები სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი კადრების ნაკლებობას აპროტესტებენ, ასევე ითხოვენ ვიზიტორთა ჭარბ რაოდენობასთან გასამკლავებლად ზომების მიღებას და აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას.
ლუვრის მუზეუმის დირექტორი ლორანს დე კარსი, რომელიც მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა ოქტომბერში გახმაურებული ძარცვის შემდეგ, დღეს საფრანგეთის სენატის წინაშე წარდგება.