ლუვრის ძარცვაში მონაწილე ორი პირი დააკავეს
ლუვრის ძარცვაში მონაწილე ორი პირი დააკავეს

საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, ის თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, დილით ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა.

სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევრომდე იყო.