ლუნინმა შეიძლება „რეალი“ დატოვოს, თუ ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ანდრეი ლუნინმა, შესაძლოა, უკვე ამ ზაფხულს შეიცვალოს კლუბი. მიუხედავად კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებებისა, უკრაინელი განიხილავს წასვლის ვარიანტს, თუ მას არ მისცემენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის საშუალებას.
გამოცემა El Nacional-ი იტყობინება, რომ 25 წლის ლუნინზე პრეტენზიას აცხადებენ „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „არსენალი“ და „ბაიერნი“. ეს კლუბები შეეცდებიან უკრაინელის შეძენას მომავალი სეზონისთვის.
ლუნინის ამჟამინდელი კონტრაქტი „რეალთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს. ამ სეზონში მეკარემ 30 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაუშვა და 12 მატჩში შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.
უფრო ადრე გამოცემა Defensa Central-მა დაწერა, რომ ლუნინი განიხილავს კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებს, თუ მისი კონკურენტი ტიბო კურტუა გავა მინდორზე სეზონის მთავარ მატჩში „დორტმუნდის“ წინააღმდეგ.