მადრიდის „რეალს“ თავის მეკარესთან, ანდრეი ლუნინთან კონტრაქტის გაგრძელების სურვილი აქვს, – იტყობინება გამოცემა El Nacional-ი. მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
წერენ, რომ უკრაინელი მეკარე მაღალ დონეზე აფასებს თავის გამოსვლას ამ სეზონში. მან ისეთი კლუბების ყურადღება მიიპყრო, როგორებიც არიან „ბაიერნი”, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მილანი“.
მაგრამ „რეალისთვის” მოულოდნელი აღმოჩნდა თავის შეთავაზებაზე 25 წლის ლუნინის პასუხი. უკრაინელს მოსწონს ცხოვრება მადრიდში, მაგრამ ესმის, რომ სათადარიგოთა სკამზე დაბრუნება მოუწევს, როცა ტიბო კურტუა საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. ლუნინმა მადრიდული კლუბისგან მოითხოვა ხელფასის მომატება იმ თანხამდე, რომელსაც „რეალში“ იღებს კურტუა.
„რეალი“ არ აპირებს ლუნინის ასეთი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რადგან მიაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა მეორე მეკარისთვის. კლუბი მზად არის, მოუმატოს მას ხელფასი, მაგრამ მოკრძალებულ ზომებში. ამავდროულად, სხვა გუნდები, რომლებიც ლუნინით ინტერესდებიან, მას მეტს სთავაზობენ, ვიდრე „რეალი“ ახალი კონტრაქტის მიხედვით.
ამ სეზონში ლუნინმა 12 „მშრალი“ მატჩი ჩაატარა, დანარჩენ 16-ში კი 25 გოლი გაუშვა.