ლუკას მოურა „ტოტენჰემში“ გააგრძელებს კარიერას
ლუკას მოურა „ტოტენჰემში“ გააგრძელებს კარიერას

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგება შედგა. ლონდონის “ტოტენჰემმა” თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა “პარი სენ-ჟერმენიდან” ლუკას მოურას ტრანსფერის შესახებ. 25 წლის ბრაზილიელთან 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი. ლუკასი ახალ კლუბში 27-ე ნომრით ითამაშებს.

გარიგების პირობები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა. ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ “ტოტენჰემს” ეს ტრანსფერი 28.5 მილიონი ევრო დაუჯდებოდა.

ამ სეზონში ბრაზილიელმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში და ერთი გოლი გაიტანა.