ლუკას მოურა „ტოტენჰემში“ 2024 წლამდე დარჩება
ლუკას მოურამ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ კონტრაქტი კიდევ ხუთი წლით გაახანგრძლივა, რაც კლუბმა დღეს, 9 აგვისტოს, ოფიციალურად დაადასტურა. 26 წლის მოურა ლონდონელებმა 2018 წელს „პარი სენ-ჟერმენიდან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინეს, თუმცა სადებიუტო სეზონში ფეხბურთელს პრემიერლიგასთან ადაპტირება გაუჭირდა.
გასული წელი კი შთამბეჭდავი გამოდგა: „ტოტენჰემი“ ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამაში მოურამ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, როდესაც ნახევარფინალში „აიაქსს“ სამი გოლი გაუტანა და გუნდი ორი მატჩის ჯამში დამარცხებას გადაარჩინა.
ახალ სეზონს ლონდონური კლუბი ხვალ, 10 აგვისტოს, შინ „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს.
🇧🇷 2️⃣0️⃣2️⃣4️⃣ ✍️#THFC ⚪️ #COYS pic.twitter.com/Z8Aubpdxem
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) 9 August 2019