ლუკას მოურა თავის მშობლებზე ნერვიულობს
ლუკას მოურა თავის მშობლებზე ნერვიულობს

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ლუკას მოურა ბრაზილიაში მყოფი თავისი მშობლების გამო ძალიან ნერვიულობს და ახალი კორონავირუსის შესახებ საუბრობს.

„მე მშობლებს ტელეფონით ყოველდღე ვესაუბრები და სულ ვეუბნები, რომ იყვნენ სახლში, თავს გაუფრთხილდნენ. მათზე ძალიან ვნერვიულობ, ისინი ხანშიშესულები არიან, მუდამ მათზე ვფიქრობ და განვიცდი. ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვართ, უცხო მდგომარეობაა ყველასთვის, მაგრამ აუცილებელია მედიკოსების რჩევების შესრულება და სახლში ყოფნა. დარწმუნებული ვარ, კორონავირუსს გავუმკლავდებით და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით“, – ამბობს მოურა.