ლუკაკუს 50-ე გოლი „ინტერის“ შემადგენლობაში - მილანელებმა „კროტონეს“ ექვსი ბურთი გაუტანეს (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში „ინტერმა“ „კროტონეს“ უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში სტუმართა გუნდი გაანადგურა – 6:2.

ეს შეხვედრა მილანელთა ბელგიელი ლეგიონერის, რომელუ ლუკაკუსთვის საიუბილეო აღმოჩნდა. „ინტერის“ თავდამსხმელმა „კროტონეს“ კარში ბურთი მე-15 წუთზე გაიტანა, რომელიც ლუკაკუსთვის მილანურ კლუბში 50-ე გოლად დაფიქსირდა.

ბელგიელ ფორვარდს 50 გოლის გასატანად 70 მატჩი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ 70 შეხვედრაში ლუკაკუმ 59 საგოლე გადაცემა შეასრულა.

იტალიის ჩმპიონატის მიმდინარე სეზონში კი ბელგიელმა თავდამსხმელმა მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო, ამდენივე გოლია კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე, თუმცა, „იუვენტუსს“ მე-15 მატჩი ჩასატარებელი აქვს და შესაძლოა, პორტუგალიელი ვარსკვლავი ერთპიროვნულად დაწინაურდეს.