ორი დღის წინ, „ინტერის“ ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გაზეთ „ლა რეპუბლიკას“ მოუყვა, რომ იანვარში კლუბის 25 ფეხბურთელიდან 23-მა იავადმყოფა. ბელგიელმა არ გამორიცხა, რომ ეს შეიძლებოდა კორონავირუსი ყოფილიყო, რადგან ყველა ფეხბურთელი თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ COVID-19-ზე ტესტი არავის ჩაუტარებია.
„დეკემბერში ერთი თავისუფალი კვირა გვქონდა, რის შემდეგაც სამუშაოს დავუბრუნდით. სწორედ მაშინ, 23 ფეხბურთელი ავად გახდა. არ ვხუმრობ. ჩვენ „კალიარის” წინააღმდეგ ვთამაშობდით და 25 წუთის შემდეგ, ჩვენმა ერთ-ერთმა მცველმა მოედანი დატოვა. მან კინაღამ გონება დაკარგა და თამაშის ვეღარ გააგრძელა.
ყველას ახველებდა, სიცხე ჰქონდა. ამასთან, მე წლებია, გრიპით არ ვყოფილვარ ავად.
ჩვენ მაშინ COVID-19-ზე ტესტები არ ჩაგვიბარებია, ამიტომაც ვეღარ გავიგებთ, რა იყო ეს“, – განაცხადა ლუკაკუმ.
„ინტერი“ გამოეხმაურა ბელგიელის ინტერვიუს და მისი განცხადება ეთიკური პრინციპების დარღვევად მიიჩნია, რადგან ლუკაკუმ, უნებლიეთ, თავისი კლუბი უმოქმედობაში დაადანაშაულა.
ფეხბურთელმა უკვე მოიხადა ბოდიში და სავარაუდოდ, სასჯელს გადაურჩება, – წერს „ლა რეპუბლიკა“.