ლუკაკუ, მიულერი და გაბრიელ ჟესუსი ყველაზე დაუფასებელ ვარსკვლავთა შორის მოხვდნენ
ლუკაკუ, მიულერი და გაბრიელ ჟესუსი ყველაზე დაუფასებელ ვარსკვლავთა შორის მოხვდნენ

ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა შეადგინა ყველაზე დაუფასებელი საფეხურთო ვარსკვლავების სია. ჩამონათვალში მოხვდნენ: თომას მიულერი (ბაიერნი), რომელუ ლუკაკუ (ინტერი), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), ტომას პარტეი (ატლეტიკო) და ჯო გომესი (ლივერპული).

თითოეულ ფეხბურთელს მცირე დახასიათებაც ერთვის. ESPN-ის აზრით, თანამედროვე ფეხბურთში ნიჭის დონე იმდენად მაღალია, რომ ბევრი ფეხბურთელი, რომელსაც თამაშზე გავლენა აქვს, ყურადღების მიღმა რჩება.

თომას მიულერი – „ის ყოველთვის იყო მსოფლიო დონის ფეხბურთელი იმის ხარჯზე, რომ პოულობდა სივრცეს და ამის წყალობით აგრძელებდა ან ასრულებდა შეტევებს. დიდი ხნის განმავლობაში მას ჰქონდა ისეთი ფეხბურთელის რეპუტაცია, რომელსაც შეუძლია თითქმის არაფერი აჩვენოს 89 წუთის განმავლობაში და ერთი მოქმედებით გადაწყვიტოს მატჩის ბედი“.

რომელუ ლუკაკუ – „ის მხოლოდ 26 წლისაა და უკვე გაიტანა საკლუბო დონეზე 172 გოლი“.

გაბრიელ ჟესუსი – „23 წლის ასაკში ის იტანს გოლს საშუალოდ ყოველ 2.2 მატჩში, თანაც ხშირად ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ძალიან მალე, ის აგუეროსგან გადაიბარებს შეტევაში ლიდერობას“.

გრანტი ჯაკა – „ჯაკა არ არის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი, მაგრამ მისი საფეხბურთო აზროვნება და მარცხენა ფეხის ძალა სტაბილურად დადებით გავლენას ახდენს გუნდზე“.

ტომას პარტეი – „პარტეი იდეალურად გამოხატავს ყველა იმ თვისებას, რამაც დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ დიად გუნდად აქცია: დაუღალავი, საქმისადმი ერთგული, მაღალეფექტური“.

ჯო გომესი – „ხანდახან რთულია იმის დაჯერება., რომ ის მხოლოდ 22 წლისაა. გომესი – შესანიშნავი სპორტსმენია, რომელსაც ასეთი ასაკისთვის არადამახასიათებელი ლიდერის თვისებები გააჩნია“.