ლუკა ტონი - არაჩვეულებრივი გრძნობაა ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად თამაში
არაჩვეულებრივი გრძნობაა ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად თამაში, – ამის შესახებ პირველ არხს იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ მილანში, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„განსაკუთრებული საღამო გამოვიდა. მადლობა ანდრეა პირლოს“, – აღნიშნა ლუკა ტონიმ.
შეგახსენებთ, მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა. შეხვედრა „თეთრი ვარსკვლავებსა“ და „ლურჯი ვარსკვლავებს“ შორის 7:7 დასრულდა. მატჩში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა, კახა კალაძემაც, რომელიც მეორე ტაიმში გავიდა მოედანზე.