ლუკა პარკაძე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუბრუნდა და მთავარ გუნდთან ერთად ემზადება #1TVSPORT
ლუკა პარკაძე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუბრუნდა და მთავარ გუნდთან ერთად ემზადება.
როგორც ცნობილი ხდება, 19 წლის ქართველი ფეხბურთელი „ბაიერნის“ პირველ გუნდში გუშინდელი დღიდან ვარჯიშობს. ასევე ირკვევა, რომ წინა სეზონში მიღებული ტრავმების შემდეგ ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია.
ქართველი ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნს” 2023 წელს შეუერთდა და პირველ შეკრებაზეც გაჰყვა, მაგრამ შემდეგ სათამაშო პრაქტიკისთვის ავსტრიის ლიგა 2-ის გუნდში, „ადმირა ვაკერში“ გაუშვეს.
ტრავმების გამო ლუკა პარკაძეს გასული სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდა და მოედანზე ძალიან ცოტა დრო გაატარა. ამის მიუხედავად, „ბაიერნში“ დაბრუნდა და ახლა მთავარ გუნდთან ერთად ემზადება.
ლუკა პარკაძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია, უთამაშია „გაგრაში“, იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი.