ლუკა ნიორაძის და ლუკა პეტრიაშვილი ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
საფრანგეთი სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებშიც ქართველმა მორაგბეებმაც გამოიჩინეს თავი.
„ორიაკიმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 24:13 დაამარცხა. მასპონძელთა სასტარტო შემადგენლობაში ირაკლი მჭედლიძემ, ლუკა ნიორაძემ, გიორგი ქართველიშვილმა და თედო აბჟანდაძემ ითამაშეს, შეცვლაზე ბასა ხონელიძე და ალექსანდრე ბურდული შევიდნენ.
49-ე წუთზე ლუკა ნიორაძემ ლელო დადო, თედო აბჟანდაძემ კი სამი გარდასახვა და ერთი ჯარიმა დაარტყა ზუსტად.
ნიორაძემ მიმდინარე სეზონში მესამე ლელო მიითვალა. ამ მოგების შემდეგ „ორიაკი“ 32 ქულით მე-8 ადგილზეა.
„ნევერმა“ საკუთარ მოედანზე „დაქსს“ 32:26 მოუგო. გამარჯვებულთაგან ერთი ლელო ლუკა პეტრიაშვილის ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს ამ სეზონში მე-5 ლელოა.
ქართველმა მორაგბეებმა თავი „ჩელენჯ თასზეც“ გამოიჩინეს. „ლიონის“ შემადგენლობაში ლელო ბექა შვანგირაძემ დადო (ლიონელები „ნიუკასლთან 14:23 დამარცხდნენ), „პერპინიანში“ კი (რომელმაც „ნიუპორტი“ 41:17 დაამარცხა) გელა აფრასიძემ ერთი გარდასახვა შეასრულა ზუსტად.