ლუკა მოდრიჩი - სანაძლეო მქონდა დადებული, რომ რონალდო არსად წავიდოდა
ლუკა მოდრიჩი - სანაძლეო მქონდა დადებული, რომ რონალდო არსად წავიდოდა

ფრანგჰულ ჟურნალ „ფრანს ფუტბოლთან“ (France Football) ინტერვიუში ხორვატიის ნაკრებისა და „რეალ მადრიდის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი აცხადებს, რომ არც თავად და არც გუნდის სხვა წევრები ელოდნენ, თუ ზიდანი და რონალდო ასე მოულოდნელად წავიდოდნენ გუნდიდან.

რონალდო მადრიდულ სამეფო კლუბში ცხრა წლის განმავლობაში თამაშობდა და მიმდინარე ზაფხულში ეს კლუბი „იუვენტუსში“ გაცვალა, ზიდანი კი გუნდიდან ცოტა ხნით ადრე წავიდა, მას შემდეგ, რაც სამჯერ მიიყვანა „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე.

„არ ველოდი თუ ასე წავიდოდნენ“, – ამბობს მოდრიჩი, – „კრიშტიანოს წასვლის თაობაზე ხმები რომ გავრცელდა, მეგობარს დავენიძლავე, რომ ეს ჭორი ჭორადვე დარჩებოდა. საბოლოოდ, რონალდომაც და ზიდანმაც ის გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებიც თავად ჩათვალეს უკეტესად. ასეა, ყველა თავად წყვეტს საკუთარ ბედს“.

ლუკა მოდრიჩი „რეალ მადრიდში“ „ტოტენჰემიდან“ 2012 წელს გადავიდა და წელს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში მეშვიდე სეზონს ატარებს.