მადრიდის „რეალის“ 34 წლის ხორვატ ფეხბურთელს ჯილდო მონტე-კარლოში გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს. ჯილდოსთვის ლუკა მოდრიჩთან ერთად კრიშტიანო რონალდო, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, უეინ რუნი, სერხიო აგუერო, რობერტ ლევანდოვსკი, ჯორჯ კიელინი და ჟერარდ პიკე იბრძოდნენ.
ხორვატი ნახევარმცველი სამეფო კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის თასის მფლობელი, ასევე ორჯერ სუპერთასის გამარჯვებული და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. 2018 წელს ხორვატიის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, სადაც მოდრიჩი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2018-19 წლების სეზონში ხორვატ ფეხბურთელს ყველა პრესტიჟული საფეხბურთო ინდივიდუალური ჯილდო გადასცეს.
„Golden Foot“-ის დაჯილდოება 2003 წლიდან ტარდება და მისი პირველი გამარჯვებული რობერტო ბაჯო გახდა. აღნიშნული ჯილდო სულ 17 ფეხბურთელს აქვს მიღებული.
„golden foot „-ის მფლობელები არიან : პაველ ნედვედი , ანდრეი შევჩენკო, რონალდო, ალესანდრო დელ პიერო, რობერტო კარლოსი, რონალდინიო, ფრანჩესკო ტოტი, რაიან გიგზი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დიდიე დროგბა, ანდრეს ინიესტა, სამუელ ეტო’ო, ჯანლუიჯი ბუფონ, იკერ კასილიასი და ედინსონ კავანი.