ლუკა მოდრიჩი გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი
ლუკა მოდრიჩი გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი. ესპანელმა სამართალდამცავებმა გამოავლინეს ფინანსური მაქინაციების ორი ეპიზოდი, რომლებიც 2013 და 2014 წლებით თარიღდება.
ესპანეთის საგადასახადო ორგანოები ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს, ჯამში 870 ათას ევროს ედავებიან.
თუმცა, ეს თანხა შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მოდრიჩის ფინანსური ოპერაციები კუნძულ მენზე.

არ არის გამორიცხული, მაქინაციებში ჩართული ყოფილიყო ფეხბურთელის მეუღლე.