ლუკა მოდრიჩი ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის ხორვატიის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა, ხორვატიის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი ტურისთვის – უელსისა და თურქეთის წინააღმდეგ.
მეკარეები – დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო ზაგრები), ივიცა ივუშიჩი (ოსიეკი), ნედილკო ლაბროვიჩი (რიეკა);
მცველები – დომაგოი ვიდა (აეკ, საბერძნეთი), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი, შოტლანდია), იოსიპ ურანოვიჩი (უნიონი, გერმანია), იოშკო გვარდიოლი (ლაიპციგი, გერმანია), ბორნა სოსა (შტუტგარტი, გერმანია), მარტინ ერლიჩი (სასუოლო, იტალია), იოსიპ შუტალო (დინამო ზაგრები);
ნახევარმცველები – ლუკა მოდრიჩი (რეალი, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი, ინგლისი), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი, იტალია), მარიო პაშალიჩი (ატალანტა, იტალია), ნიკოლა ვლაშიჩი (ტორინო, იტალია), ლოვრო მაერი (რენი, საფრანგეთი), ლუკა ივანუშეცი (დინამო ზაგრები), ლუკა სუჩიჩი (ზალცბურგი, ავსტრია);
ფორვარდები – ივან პერიშიჩი (ტოტენჰემი, ინგლისი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზაგრები), მისლავ ორშიჩი (საუთჰემპტონი, ინგლისი), მარკო ლივაია (ჰაიდუკი), პეტარ მუსა (ბენფიკა, პორტუგალია).