ლუკა მამულაშვილმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე „საბაჰში“ ითამაშა #1TVSPORT
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ლუკა მამულაშვილმა „საბაჰის“ ფორმით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა პრაღის „სლავიის“ წინააღმდეგ, რომელშიც ჩეხებმა 3:0 გაიმარჯვეს.
ქართველი ფეხბურთელი 2008 წელსაა დაბადებული. ის თბილისის „იბერიის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და მისი ტრანსფერი დღემდე საქართველოს ჩემპიონს ეკუთვნის. 27 ივნისს მოხვდა „იბერია 1999-ის“ შემადგენლობაში თბილისის „დინამოსთან“ საქართველოს სუპერთასის მატჩში, თუმცა არ უთამაშია.
როდესაც „საბაჰმა“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგაზე გამოსვლის შანსი ბაქოელთა 19-წლამდელების გუნდმაც მიიღო. სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს შემადგენლობის გაძლიერება და ლუკა მამულაშვილი დაიმატეს.
18 წლის ქართველი ფეხბურთელი მცველია, მაგრამ „საბაჰის“ 19-წლამდელთა გუნდში უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე პრაღის „სლავიას“ წინააღმდეგ მარცხენა ფლანგის შემტევად ითამაშა.