ლუკა მაისურაძემ ყაზანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ლუკა მაისურაძემ ყაზანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ლუკა მაისურაძემ, რომელიც 81 კგ წონით კატეგორიიდან 90 კგ-ში ავიდა და მომატებულ წონაში ყაზანის გრანდ სლემი მისთვის პირველი ტურნირი გახლდათ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ფრანგი ალექს კლერჟე სუფთა გდებით დაამარცხა.

ყაზანის გრანდ სლემის დასკვნით მესამე დღეს ოთხი ქართველი – იმედა გოგოლაძე (90), ლუკა მაისურაძე (90), ონისე სანებლიძე (100) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოსაპოვებლად გამოვიდნენ, საიდანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ორ მათგანი გავიდა.

დღესვე მოგვიანებით კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლისთვის ონისე სანებლიძე (100კგ) იჭიდავებს. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო. ტურნირის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) გახდა, ხოლო მესამე ადგილი ნუგზარ ტატალაშვილმა (73) დაიკავა.