ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ტურნირზე 90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე ფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ნახევარფინალში უკრაინელი სპორტსმენი დამატებით დროში დაამარცხა და ოქროს მედლისთვის გამოცდილ აზერბაიჯანელ ძიუდოისტს, მამადალი მეჰდიევს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ზაგრების გრან პრიზე გუშინ 81კგ-ში ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.