ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია (ვიდეო)

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ლუკა მაისურაძემ (81კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტიტულოვანი ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და საქართველოს ყულაბას მეორე მედალი შესძინა.

რამდენიმე წუთში ფინალში იასპარეზებს ტატო გრიგალაშვილიც (81კგ), რომელმაც ნახევარფინალში ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ,რომ დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ფინალში მოლდაველ ვიქტორ სტეპრუს შეხვდა, სამწუხაროდ, ორთაბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.