ლუკა კიკაბიძე „გაგრაში“ გადავიდა
ლუკა კიკაბიძე „გაგრაში“ გადავიდა

საჩხერეს „ჩიხურა“ ეროვნული ლიგიდან გავარდა და გუნდი ბევრმა მოთამაშემ დატოვა – მისი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ლუკა კიკაბიძე კი კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს.

თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილი 25 წლის ფეხბურთელი კარიერის დასაწყისში დიდ იმედებს იძლეოდა – ის ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2014 წლის 1 ივლისში საფრანგეთში, „ბასტიაში“ გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და 2016 წელს „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.

2020 წლის დასაწყისში კიკაბიძემ მშობლიური კლუბი მეორედ დატოვა და საჩხერეს „ჩიხურაში“ გადავიდა. „გაგრა“ ეროვნული ლიგა 2-ის გუნდია, მაგრამ 2020 წელს საქართველოს თასის მფლობელი გახდა და უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.