ლუკა ხარატიშვილი - მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება და შევეცდებით, რომ ჩვენი ქვეყანა გავახაროთ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთო მამაგეიშვილმა და მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე კომენტარი გააკეთეს.
ოთო მამაგეიშვილი: „ორი დღეა, ავსტრიაში შევიკრიბეთ, სადაც რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ. ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო რეპეტიაცია იქნება და ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით. რთული თამაში იქნება, რადგან რუმინეთი ძლიერი ნაკრებია და ჩვენსავით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს“.

ლუკა ხარატიშვილი: „გუნდი ჯერ სრულად არ შეკრებილა, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია. 4 ივნისს სრული შემადგენლობით ვიქნებით და ევროპის ჩემპიონატამდე რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ – წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება და შევეცდებით, ჩვენი ქვეყანა გავახაროთ“.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას 8 ივნისს დაასრულებს. 21-წლამდელები 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30 საათზე „ურკრაფტ არენაზე“ რუმინელებს დაუპირისპირდებიან. გაბრიელ სიგუა, საბა მამაცაშვილი და ლაშა ოდიშარია ნაკრებს 2 ივნისს შეუერთდებიან.