ლუკა დონჩიჩმა NBA-ის იდეალური მოთამაშე შეადგინა #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მცველმა ლუკა დონჩიჩმა რამდენიმე თვისების მიხედვით შეადგინა NBA-ის იდეალური მოთამაშე. ამისთვის სლოვენიელი იყენებდა მხოლოდ მოქმედ კალათბურთელებს.
NBA-ის იდეალური მითამაშე დონჩიჩის ვერსიით:
– ბურთის ფლობა: კაირი ირვინგი
– სროლის ტექნიკა: სტეფენ კარი
– დაცვა: არავინ
– ფიზიკური მონაცემები: ლებრონ ჯეიმსი
– საკალათბურთო IQ: ნიკოლა იოკიჩი
– კლატჩი: სტეფენ კარი
გასული სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში დონჩიჩმა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში 64 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 33,5 ქულა, 7,7 მოხსნა და 8,3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.