სპორტის მინისტრი საკალათბურთო კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ მოდიფიკაციასთან დაკავშირებით, სათამაშო სპორტის სახეობების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. დისკუსია ქართული საკალათბურთო კლუბების წარმომადგენლებთან შედგა. დაგეგმილია ფონდის განახლება და მასში ყველა სათამაშო სახეობის გაერთიანება.კლუბების წარმომადგენლებს პრეზენტაცია წარუდგინეს და კონკრეტული ინიციატივები გააცნეს.