თავისუფალი ჭიდაობა | სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ბრატისლავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის, ქართველი ფალავანი სანდრო ყურაშვილი (92 კგ) ფინალში იასპარეზებს.
სანდრომ ტურნირის ნახევარფინალში ყაზახი ბეიბარის იერგალი 6:1 დაამარცხა. მანამდე კი მეოთხედფინალში რუსს მეტოქეს, არტურ ტოგოევს 12:5 სძლია.
ფინალური ბლოკი 22 აგვისტოს გაიმართება.