ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | კობა ქარუმიძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

20:40, 18.08.2026

ქართველმა ფალავანმა, კობა ქარუმიძემ (55 კგ) სლოვაკეთში, ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ქარუმიძემ სამი შეხვედრა მოიგო, ხოლო ფინალური დაპირისპირება ირანელ არმინ საადი შამსიპოურჰაისთან დათმო და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

ბრატისლავაში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საბა ფურცელაძე.

მსგავსი