ლუკა დონჩიჩი - საქართველოს ნაკრებს მრავალფეროვანი იარაღი აქვს, მძიმე ბრძოლა გველის #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტური ოკინავაში მოასპარეზე ევროპული გუნდებისთვის წარმატებული გამოდგა: საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდე დაამარცხა (85:60), სლოვენიამ – ვენესუელა (100:85).
მეორე ტურში, 28 აგვისტოს ერთმანეთს ჯგუფის ფავორიტები, საქართველო და სლოვენია შეხვდებიან. პირველადგილოსნის ბედი, დიდი ალბათობით, ამ მატჩში გაირკვევა.
ვენესუელასთან მატჩის შემდეგ სლოვენიელ ლიდერ ლუკა დონჩიჩს საქართველოსთან მატჩზე ვკითხეთ. პასუხი მოკლე და ლაკონური იყო:
„საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებული, ტანმაღალი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. აქვს მრავალფეროვანი იარაღი და წინასწარ ვემზადებით, რომ ურთულესი ბრძოლა გველის. მატჩამდე კიდევ ერთხელ გავშიფრავთ ვიდეოს და თამაშს სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით“.