ლუიზა ვინტონი - პანდემიის საპასუხოდ საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, ვფიქრობ, მომავალში ეს მაგალითი საუკეთესო პრაქტიკად იქნება აღიარებული
ლუიზა ვინტონი - პანდემიის საპასუხოდ საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, ვფიქრობ, მომავალში ეს მაგალითი საუკეთესო პრაქტიკად იქნება აღიარებული

გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) “კოვიდ-19“-თან გამკლავების ახალი გეგმა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის მილიონი დოლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხა საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების „კოვიდ-19“-ის შოკთან გამკლავებაში დახმარებისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამა ავრცელებს.

ახალი გეგმის მიხედვით, გაერო ქვეყნებს მოუწოდებს, ეკონომიკური ზარალისა და სოციალური სერვისები შეწყვეტის ფონზე, უკან არავინ ჩამოიტოვონ, განსაკუთრებით კი  – სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები. გაერო მიმართავს ქვეყნებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და კრიზისის შემდეგ უფრო უფრო ძლიერები გახდნენ. როგორც გაერო აცხადებს, „პანდემიამ აჩვენა, რომ მსოფლიოს ტრადიციულმა ეკონომიკურმა მოდელებმა ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები და მათი შენარჩუნება მდგრადი ვერ იქნება. ახლა მთავარია განვითარების უფრო სამართლიანი მიდგომები გავითავისოთ, რათა უზრუნველვყოთ სრული სოციალური დაცვა და გარემოს საზღვრების პატივისცემა პლანეტის შესანარჩუნებლად.“

„ჩვენ უბრალოდ ვერ დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რომელშიც „კოვიდ-19“-მდე ვიყავით. როდესაც საზოგადოებები არასაჭიროდ დაუცველები არიან კრიზისისადმი, ჩვენ უკეთესი მსოფლიო უნდა ავაშენოთ“, – აცხადებს გაერო-ს გენერალურმა მდივანი ანტონიო გუტერეში.

„ყველა ქვეყნისთვის ახლა ორი გზა არსებობს – ინვესტიციები წარსულის ეკონომიკის დაბრუნებაში ან მომავლის ეკონომიკაში ჩავდოთ“, – აცხადებს გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი  აჰიმ შტაინერი.

გაერო-ს სოციოალურ-ეკონომიკური აღდგენის გეგმის ახალი ჩარჩო ხუთი ძირითად მიმართულებას გულისხმობს –  ჯანდაცვის სისტემებისა და სერვისების დაცვა; სოციალური დაცვის და აუცილებელი სერვისების მიწოდების გაფართეობა, რათა ადამიანებმა სირთულეებთან გამკლავება შეძლონ; სამსახურების და ბიზნესების დაცვა, მათ შორის არაფორმალური სექტორებისაც; დაფინანსების, მაკროეკონომიკური პოლიტიკის და ვაჭრობის ადაპტაცია, რათა კრიზისიდან გამოსვლა ყველამ მოახერხოს და ასევე სოციალური თანმიმდევრულობის წახალისება და თემის გამძლეობაში ინვესტირება.

გარდა ამისა, როგორც საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ, ყურადღებას ამახვილებს პოსტკრიზისული განვითარების დღის წესრიგზე. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დღეს, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია, მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პარალელურად, ეკონომიკის გადარჩენა და სწრაფი გაჯანსაღება. ჩვენ მზად ვართ, ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან და აქტიურად ვიმოქმედოთ, რომ ჩვენი საზოგადოება კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს“.

საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის თქმით, „პანდემიის საპასუხოდ საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. ჩემი ვარაუდით, მომავალში ეს მაგალითი საუკეთესო პრაქტიკად იქნება აღიარებული, თუმცა „COVID-19“-მა, როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც გამოავლინა გამოწვევები სოციალური და ეკონომიკური ბალანსის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, UNDP მიესალმება საქართველოს ლიდერების მყარ განზრახვას, კიდევ უფრო გასცდეს ჩვეულ სტანდარტებს და ისეთი გეგმა შეიმუშაოს, რომელიც დადებით პრაქტიკას გაამყარებს, უარყოფით გამოცდილებას გვერდს აუვლის, ხოლო ქვეყნის სამომავლო განვითარებას უფრო მწვანე, სამართლიან და ინკლუზიურ გზას დაუსახავს“.

“მთავრობასა და დონორ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მოხდა ყოველწლიური გაერო-ს განვითარების პროგრამის დაფინანსების, 20 მილიონი დოლარის გადანაწილება პანდემიაზე რეაგირებისთვის. გაერო ჩართულია მოწყვლადი ჯგუფებისა და მოშორებით მცხოვრები თემების „კოვიდ-19“-ის რისკებთან ინფორმირებაში. გაეროს ასევე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას და დევნილებს დამცავი აღჭურვილობით და მედიკამენტებით ეხმარება. გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე მოხდა ბევრი აუცილებელი სერვისის ონლაინგადატანა და სოფლებში სიცოცხლისუანირაობის შესანარჩუნებლად გრანტების გაცემა“,- ნათქვამია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი