ლუიზა ვინტონი ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს
ლუიზა ვინტონი ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს

ჰუმანიტარული მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ნორმებს, უნდა იყოს წამლების მარაგი და კვალიფიციური ექიმები, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციის მიერ აფთიაქებისთვის ქართულწარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

„სიტუაცია შემაშფოთებელია. არსებობს პრობლემები ჯანდაცვის კუთხით. ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფალი წვდომა ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემაზე და ვიმედოვნებთ, ამ მხრივ ბევრად ნაკლები პრობლემა ექნებათ. ჰუმანიტარული მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ნორმებს, უნდა იყოს წამლების მარაგი და კვალიფიციური ექიმები. თუ ადგილზე არ არის საშუალება, მაშინ ხალხს უნდა ჰქონდეს გადაადგილებისა და ამ სერვისების სხვაგან მიღების საშუალება“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.