ლუის ინასიო ლულა და სილვასა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გაიმართა
ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვასა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც მედია წერს, საუბარი 40 წუთს გაგრძელდა.
როგორც ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა ლუის ინასიო ლულა და სილვას ინფორმაცია გაუზიარა აშშ-თან თავისი საუბრებისა და „რუსეთსა და უკრაინას შორის უახლესი სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ“.
სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ „ბრაზილიის პრეზიდენტმა უკრაინის კრიზისის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას მხარდაჭერა გამოუცხადა“.
ამასთან, უკრაინის საკითხის გარდა, ლიდერებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა და დაადასტურეს ორმხრივი ვალდებულება რუსეთ-ბრაზილიის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართ.