ლუის ინასიო ლულა და სილვა - ბრაზილიის სასამართლო ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს პუტინის დაკავების საკითხი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ბრაზილიას „დიდი ოცეულის“ შემდეგ სამიტზე ეწვევა
ლუის ინასიო ლულა და სილვა - ბრაზილიის სასამართლო ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს პუტინის დაკავების საკითხი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ბრაზილიას „დიდი ოცეულის“ შემდეგ სამიტზე ეწვევა

ბრაზილიის სასამართლო ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს პუტინის დაკავების საკითხი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ბრაზილიას „დიდი ოცეულის“ შემდეგ სამიტზე ეწვევა, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.

ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში სასამართლო სისტემა შესანიშნავად მუშაობს და მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება რუსეთის პრეზიდენტის დაკავების საკითხი, რადგან ეს არც მთავრობის და არც ეროვნული კონგრესის გადასაწყვეტი არ არის.

მანამდე ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ მომავალ წელს რიო დე-ჟანეიროში ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს თუ დაესწრება, არ დააპატიმრებენ.