ლუის ინასიო ლულა და სილვა – ბრაზილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სატარიფო მოლაპარაკებებში ურთიერთგაგების ნიშნებს ვერ ხედავს

01:34, 23.07.2026

ბრაზილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სატარიფო მოლაპარაკებებში ურთიერთგაგების ნიშნებს ვერ ხედავს, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრაზილია კვლავ მზად არის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ჯერ ვერ ხედავს აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში ურთიერთსაპასუხო მზადყოფნას.

ლულა და სილვას განცხადებით, ბრაზილია იმ პროდუქციისთვის, რომლის ამერიკის ბაზარზე გაყიდვასაც ვერ შეძლებს, ალტერნატიულ ბაზრებს მოძებნის.

„პირადად ჩავედი შეერთებულ შტატებში და საკითხების განხილვას სამი საათი დავუთმეთ. თუმცა ამ შეხვედრებზე საპასუხო მზადყოფნა ვერასდროს დავინახეთ. ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდის მიტოვებას არ ვაპირებთ. დაე, თავად იყვნენ ისინი, ვინც იტყვიან, რომ მოლაპარაკება არ სურთ. თუმცა, მოდით, ნუ ვიტირებთ იმ პროდუქტებზე, რომლებიც მათ ვერ მივყიდეთ, რადგან ეს მათ ნაცვლად სხვა მყიდველებს ვერ მოგვიყვანს”, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბრაზილიური პროდუქციის გარკვეულ სახეობებზე 25%-იანი ტარიფი დააწესა, რომელიც 22 ივლისიდან ამოქმედდა. ტარიფების დაწესების მიზეზად აშშ-მა ბრაზილიის მხრიდან არსებული „არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკა“ დაასახელა.

მსგავსი