ლუის ჰემილტონს „ფერარიში“ უნიკალური პრივილეგია ექნება - აქამდე ის მხოლოდ შუმახერისთვის იყო ხელმისაწვდომი #1TVSPORT
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი ასრულებს კარიერას „მერსედესში“ და მომავალი წლიდან „ფერარის“ პილოტი იქნება. ის იტალიური გუნდისგან უნიკალურ პრივილეგიას მიიღებს.
Sky Sports Italia-ს ინფორმაციით, ჰემილტონი პირველი პილოტი გახდება მიხაელ შუმახერის შემდეგ, ვისაც უფლებას მისცემენ, იცხოვროს „ფერარის“ დამაარსებლის, ენცო ფერარის სახლში. გერმანელი პილოტი ერთადერთი იყო, ვისაც ასეთი პრივილეგია გააჩნდა.
„ლუის ჰემილტონის პირველი დღე „ფერარიში“ დანიშნულია, მაგრამ თარიღი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. მარანელოში ლუისი ენცო ფერარის სახლში იცხოვრებს. დღემდე ამგვარი პრივილეგია ერთადერთ მრბოლელს ჰქონდა – მიხაელ შუმახერს“, – წერია განცხადებაში.