ფორმულა 1-ის ექვსგზის ჩემპიონმა, „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა „იამაჰას“ მოტოციკლი დაამტვრია, რომელიც მოტოგრანპრის შვიდგზის ჩემპიონს, ვალენტინო როსის ეკუთვნის, – ამტკიცებს გაზეთი „კორიერე დელო სპორტი“.
ჰემილტონმა და როსიმ დროებით გაცვალეს ტექნიკა ვალენსიას ავტოდრომზე. ეს მოხდა სარეკლამო ღონისძიებისას, რომელიც ერთ-ერთი სპონსორის მიერ იყო ორგანიზებული. ოფიციალური ფოტოები არ გავრცელებულა და იტყობინებიან, რომ მიზეზი გახდა ბრიტანელი პილოტის ავარია. ლუისმა მოტოციკლი დაამტვრია, თავად კი დაზიანებებს გადაურჩა.
2019 წლის სეზონში ჰემილტონმა 21-დან 11 რბოლა მოიგო და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. რაც შეეხება იტალიელ როსის, მისი ბოლო ტიტული 2009 წლით თარიღდება. წელს ის მხოლოდ ორჯერ ავიდა პოდიუმზე და საერთო ჩათვლაში მეშვიდე ადგილზე გავიდა.