„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა რუსეთის გრანპრის მოგების შემდეგ გააუმჯობესა ლეგენდარული გერმანელის, მიხაელ შუმახერის რეკორდი, რომელიც 18 წელი იყო ძალაში.
2001 წელს, ბელგიის გრანპრიზე შუმახერმა გაუსწრო აირტონ სენას რბოლების რაოდენობით, რომელშიც ის თუნდაც ერთი წრე იყო ლიდერის რანგში. კარიერის ბოლოს, გერმანელს 142 ასეთი რბოლა დაუგროვდა.
კვირას, ჰემილტონმა გააუმჯობესა ეს მიღწევა. სოჭის რბოლა ბრიტანელისთვის 143-ე იყო, რომელშიც მან ლიდერობა შეძლო.
რუსეთის გრანპრის მოგების შემდეგ, ჰემილტონი 73 ქულით უსწრებს საერთო ჩათვლაში ვალტერ ბოტასს და ახლოს არის კარიერაში მეექვსე ტიტულთან.
ჰემილტონს კარიერაში 82 რბოლა აქვს მოგებული. ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი მიხაელ შუმახერია – 91 მოგება.